вторник, 6 июля 2010 г.

მოგზაურობა საქართველოს ირგვლივ



პროექტის სახელი:მოგზაურობა საქართველოს ირგვლივ
პროექტის მოკლე აღწერა:შევისწავლოთ საქართველოს ყველა კუთხე. ულამაზესი ბუნება და ტრადიციები. ისტორიული ძეგლები და ქალაქები.
პროექტის სრული აღწერა:რა ჰქვია სახელმწიფოს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ?
გაიხსენონ დუტუ მეგრელის ლექსი“მე პატარა ქართველი ვარ“ლექსიდან გამომდინარე
რამდენი კუთხეა საქართველოში? იმისათვის რომ გვქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია საქართველოს კუთხეებზე შევთავაზებ გავაკეთოთ პროექტი“მოგზაურობა საქართველოს ირგვლივ“
ბავშვებს მივმართავ კითხვით რა ინფორმაციას ფლობენ საქართველოს კუთხეების შესახებ, კლასს ვყოფ 4 ჯგუფად.თოთოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას
Iჯგუფი –მოიძიონ დასავლეთ საქარათველოში მდებარე კუთხეების(აჭარის,გურიის,სამეგრელო–ზემო–სვანეთია, აფხაზეთის,იმერეთის) შესახებ ინფორმაციები.გამოიყენონ ინტერნეტი,წარმოადგინონ პრეზენტაცია სლაიდების სახით.
IIჯგუფი–მოიძიონ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კუთხეების (ქართლი შიდა და ქვემო) კახეთი)შესახებ ინფორმაციები,გამოიყენონ ინტერნენტი და წამოადგინონ პრეზენტაცია სლაიდების სახით.
IIIჯგუფი–მოიძიონ ინფორმაცია აღმოსავლეთ კავკასიონის(ხევი მთიულეთი, ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი) შესახებ,გამოიყენონ ინტერნენტი და გააკეთონ პრეზენტაცია სლაიდების სახით.
IVჯგუფი–მოიძიონ ინფორმაცია ინტერნენტის საშუალებით სამცხეთ–ჯავახეთის შესახებ ,გააკეთონ პრეზენტაცია სლაიდების სახით
დათქმულ დღეს ყველა ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას.პროექტის დასრულების დღეს
ოთხივე ჯგუფი გააკეთებს პროექტის პრეზენტაციას სკოლის სააქტო დარბაზში,საქართველოს ყოველ კუთხეს წარმოაჩენენ ხალხური ცეკვებით,სიმღერებით,ლექსებითა და პატარა ინ სენირებით,პარალელურად მიმდინარეობს სლაიდ –შოუს ჩვენება საქართველოს კუთხეებისა.
მონაწილეთა ასაკი: 9 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე
სამუშაო ენა: ქართული

Комментариев нет:

Отправить комментарий